„ბარსელონას“ სურს, „მილანიდან“ შეიძინოს პორტუგალიელი გარემარბი რაფაელ ლეაო. ამის შესახებ წერს კატალონური გამოცემა Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, „ბილბაოდან“ ნიკო უილიამსის ტრანსფერის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ „ბარსელონამ“ ყურადღება ლეოზე გადაიტანა.
იტყობინებიან, რომ „ბარსელონას“ ბიუჯეტი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის შეადგენს 58 მილიონ ევროს. კატალონურმა კლუბმა ასევე შეიძლება შესთავაზოს “მილანს” გარიგებაში თავისი ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩართვა.
25 წლის ლეაომ გასულ სეზონში 47 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 15 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.