„ბარსელონა“ პრეზიდენტის არჩევნებს 24 იანვარს გეგმავს
„ბარსელონა“ პრეზიდენტის არჩევნებს 24 იანვარს გეგმავს

„ბარსელონას“ მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება – კლუბის პრეზიდენტის არჩევნები 2021 წლის 24 იანვარს ჩატარდეს.

თარიღი, ჯერჯერობით, წინასწარია. არჩევნების პროცესი ამ თარიღის ოფიციალურად დადასტურებიდან 40 დღეში უნდა დაიწყოს. დღეისთვის დასახელებულია შვიდი კანდიდატი: ხავი ვილაჰოანა, ვიქტორ ფონტი, ტონი ფრეიშა, ჟორდი ფარე, აგუსტი ბენედიტო, პერე რიერა და ლუის ფერნანდეს ალა. მაგრამ, მათი რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

მომდევნო კვირას კლუბის წარმომადგენლები შეხვდებიან კატალონიის მთავრობას, რათა შეათანხმონ არჩევნების ჩატარების დეტალები კორონავირუსის პირობებში, – წერს გაზეთი „მარკა“.

27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ დატოვა თავის პოსტი. მანამდე მას ბრალი წაუყენეს კორუპციაში. მასთან ერთად, კლუბიდან წავიდნენ დირექტორთა საბჭოს წევრები.

ამჟამად, კლუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია კარლეს ტუსკეტსი.