„ბარსელონა“ პირველად მოიგო, „ბაიერნმა“ ზედიზედ მესამედ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური, E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ბარსელონამ“ მხოლოდ მესამე ტურში შეძლო ჯგუფურ ეტაპზე პირველი ზუსტი დარტყმის შესრულება – მისი ავტორია ლუკ დე იონგი.
* პიკემ მე-16 გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა ჩემპიონთა ლიგაზე მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირს რობერტო კაროლოსს. 15 გოლი აქვს სერხიო რამოსს.
* პიკე გახდა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც ამ ტურნირზე გოლი გაიტანა – 34 წლისა და 260 დღის.
* „ბარსელონამ“ 14-დან 14 მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე, როცა პიკემ გოლი გაიტანა.
* „ბარსელონამ“ შეწყვიტა ჩემპიონთა ლიგაზე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია.
* „ბარსელონას“ 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ გაუტანია ჩემპიონთა ლიგის მატჩში ერთზე მეტი გოლი.
* „ბაიერნმა“ საუკეთესო სტარტი აიღო ჩემპიონთა ლიგაზე – სამიდან სამი მოგება, 12 გატანილი და არც ერთი გაშვებული ბურთი.
E ჯგუფი
ბარსელონა-დინამო კ 1:0
გოლი: 1:0 პიკე (36)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – მინგესა (46. ფილიპე კოუტინიო), პიკე, ლანგლე, ჟორდი ალბა – გავი (69. სერხი რობერტო), ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – დესტი, ლ. დე იონგი (46. ფატი), დეპაი (75. ადუერო).
დინამო კ (4-2-3-1): ბუშჩანი – კეძიორა (78. ტიმჩიკი), ზაბარნი, სიროტა, მიკოლენკო – სიდორჩუკი, შაპარენკო – ციგანკოვი (85. კარავაევი), ბუიალსკი (85. რამირესი), დე პენა (61. ვიტინიო) – სუპრიაგა (61. გარმაში).
ბენფიკა-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 სანე (70), 0:2 ევერტონი (80-საკ. კარში), 0:3 ლევანდოვსკი (82), 0:4 სანე (85)
ბენფიკა (3-4-3): ვლახოდიმოსი – ლუკას ვერისიმო, ოტამენდი, ვერტონგენი – ალმეიდა (40. დიეგო გონკალვეში), ჟოაო მარიო (81. ტაარაბტი), ვაიგლი, გრიმალდო – რაფა სილვა (81. პიცი), იარემჩუკი, ნუნიესი (81. რამოსი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – პავარი (66. გნაბრი), ზიულე, უპამეკანო, ლ. ერნანდესი (86. რიჩარდსი) – კიმიხი, ზაბიტცერი (86. ტოლისო) – კომანი (86. მუსიალა), მიულერი (77. სტანისიჩი), სანე – ლევანდოვსკი.
თ მ ფ წ ბ ქ
- ბაიერნი 3 3 0 0 12-0 9
- ბენფიკა 3 1 1 1 3-4 4
- ბარსელონა 3 1 0 2 1-6 3
- დინამო 3 0 1 2 0-6 1