ლიონელ მესი „ბარსელონასგან“ ანაზღაურებას კვლავ იღებს. ამის შესახებ კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა.
„ჩვენ მესის ყველაზე დიდებულ გამოსათხოვარ საღამოს მოვუწყობთ. ბედნიერი ვიქნებოდი, ეს რომ ახალი „კამპ ნოუს“ გახსნაზე მოხერხდეს. ჩვენ მესის ანაზღაურებას ახლაც ვუხდით და 2025 წლამდე გადავუხდით. მისი მადლობლები ვართ, რადგან, როცა რთული პერიოდი გვქონდა, ლიონელმა დახმარების ხელი გამოგვიწოდა და ხელფასის აღებაზე დროებით უარი თქვა“, – ციტირებს Mundo Deportivo „ბარსელონას“ პრეზიდენტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „ბარსელონადან“ ჯერ პსჟ-ში გადავიდა, ცოტა ხნის წინ კი კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ გააფორმა.