კატალონიურმა „ბარსელონამ“ გააგრძელა თავისი წაუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2016 წლიდან დაიწყო.
ესპანური გრანდი ბოლოს 2016/2017 წლების სეზონში ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მას მერე კატალონიელებმა ჯგუფებში 20 მატჩი ჩაატერეს, საიდანაც 14 შეხვედრა მოიგეს და ექვსში საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს.