„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა საკუთარი გუნდის ლიდერთან, ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტს ამზადებს, – იუწყება Mundo Deportivo.
ლეგენდარული არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულში იწურება.
მეისის ახალი კონტრაქტი „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. კატალონიელებს სურთ, რომ ლიონელ მესისთან კონტრაქტი სულ მცირე 2 წლით გაახანგრძლივონ.
შეგახსენებთ, რომ მესი კატალონიურ გრანდში 2003 წლიდან თამაშობს.