„ბარსელონა“ ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
„ბარსელონა“ ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა საკუთარი გუნდის ლიდერთან, ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტს ამზადებს, – იუწყება Mundo Deportivo. 

ლეგენდარული არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულში იწურება.

მეისის ახალი კონტრაქტი „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. კატალონიელებს სურთ, რომ ლიონელ მესისთან კონტრაქტი სულ მცირე 2 წლით გაახანგრძლივონ.

შეგახსენებთ, რომ მესი კატალონიურ გრანდში 2003 წლიდან თამაშობს.