„ბარსელონა“ ლევანდოვსკის შემცვლელად სამ ფორვარდს განიხილავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ახალი ცენტრალური ფორვარდის ძიებაშია, რომელმაც 36 წლის რობერტ ლევანდოვსკი უნდა შეცვალოს. კატალონური კლუბის ხელმძღვანელობის სურვილია, ახალმა ფეხბურთელმა ეს პოზიცია მრავალი წლით დახუროს, – იტყობინება გამოცემა Sport.es-ი.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის „ბარსელონა“ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს სამი ფორვარდის – ერლინგ ჰალანდის (მანჩესტერ სიტი), ვიქტორ დიოკერეშსაი (სპორტინგი) და ბენიამინ შეშკოს (ლაიპციგი) მიმართ.
აღნიშნავენ, რომ, „ბარსელონას“ არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის ფონზე, დიოკერეშის ან შეშკოს გაფორმების ვარიანტი უფრო რეალისტურია, ვიდრე ჰალანდის.