„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ „ინტერს“ ჟუნიორ ფირპოსა და 70 მილიონ ევროს სთავაზობს
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა „ინტერის“ მესვეურებს ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ, ჟუნიორ ფირპოსა და 70 მილიონ ევროს სთავაზობს, – იუწყება Mundo Deportivo.
პორტალ „ტრანსფერმარკეტის“ მომაცემებზე დაყრდნობით, კატალონიელთა წინადადება იტალიურ მხარეს ხელს აძლევს, რადგან ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო ღირებულება 64 მილიონი ევროა, ხოლო ჟუნიორის – 20 მილიონი.
შესაბამისად, „ბარსელონა“ „ინტერისთვის“ მარტინესის სატრანსფერო ღირებულებაზე 26 მილიონი ევროთი მეტის გადახდას აპირებს.