„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ „ინტერს“ ჟუნიორ ფირპოსა და 70 მილიონ ევროს სთავაზობს

12:20, 05.06.2020

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა „ინტერის“ მესვეურებს ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ, ჟუნიორ ფირპოსა და 70 მილიონ ევროს სთავაზობს, – იუწყება Mundo Deportivo.

პორტალ „ტრანსფერმარკეტის“ მომაცემებზე დაყრდნობით, კატალონიელთა წინადადება იტალიურ მხარეს ხელს აძლევს, რადგან ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო ღირებულება 64 მილიონი ევროა, ხოლო ჟუნიორის – 20 მილიონი.

შესაბამისად, „ბარსელონა“ „ინტერისთვის“ მარტინესის სატრანსფერო ღირებულებაზე 26 მილიონი ევროთი მეტის გადახდას აპირებს.

მსგავსი