„ბარსელონა“ კოუტინიოს გრიზმანში გაცვლას აპირებს
„ბარსელონა“ კოუტინიოს გრიზმანში გაცვლას აპირებს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას გამოეთხოვოს ბრაზილიელ ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს.

როგორც ესპანური პრესა წერს, კატალონიურმა კლუბმა მოიფიქრა 26 წლის ბრაზილიელის გაცვლა „ატლეტიკოს“ ფორვარდ ანტუან გრიზმანში, რომლის გადაბირებაც „ბარსას“ ჯერ კიდევ გასულ სეზონში სურდა.

ბოლო დროს, პრესაში ისევ აქტიურად განიხილება ფრანგი ფორვარდის „ბარსელონაში“ გადასვლის საკითხი. დაიწერა, რომ უკვე „ატლეტიკოშიც“ არ ეპარებათ ეჭვი, რომ გრიზმანი ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის.

პრიმერა დივიზიონის წლევანდელ გათამაშებაში გრიზმანმა 36 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.