„ბარსელონა“ კლუივერტის შეძენას და მის „ვალიადოლიდში“ იჯარით გაშვებას აპირებს
„ბარსელონა“ კლუივერტის შეძენას და მის „ვალიადოლიდში“ იჯარით გაშვებას აპირებს

„ბარსელონა“ განიხილავს „რომადან“ ფორვარდ ჯასტინ კლუივერტის შეძენის შესაძლებლობას, – იტყობინება გამოცემა „დონ ბალონი“.

წერენ, რომ იდეა მოდის 21 წლის ფეხბურთელის მამის, პატრიკ კლუივერტისგან, რომელიც ადრე თამაშობდა კატალონელთა რიგებში, ასევე მუშაობდა კლუბის სისტემაში.

ფორვარდის გამოსასყიდი თანხაა 35 მილიონი ევრო. „ბარსელონა“ აპირებს სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელებას, მაგრამ ვერ ხედავს კლუივერტს მომავალ სეზონში ძირითადის ფეხბურთელად. ამიტომაც, ახალგაზრდა მოთამაშეს იჯარით „ვალიადოლიდში“ გაუშვებენ, რათა ლიგას შეეჩვიოს და პრაქტიკა მიიღოს. „ვალიდოლიდის“ პრეზიდენტი რონალდო პირადად ცდილობს ნიდერლანდელის დარწმუნებას.

ამ სეზონში კლუივერტმა სერია A-ს 20 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.