„ბარსელონა“ კლემან ლანგლესთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს
„ბარსელონა“ კლემან ლანგლესთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს

„ბარსელონა“ კლემან ლანგლესთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს და ფეხბურთელს შეთანხმებას გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზებს, იტყობინება ესპანური გამოცემა „სპორტი“.

კატალონიურ გრანდთან მიმდინარე კონტრაქტი 24 წლის ლანგლეს 2023 წელს ეწურება, თუმცა ის „ბარსელონაში“ ბედნიერია და კლუბის დატოვებას არ აპირებს. ფრანგი მცველი „ასულგრანაში“ 2018 წელს „სევილიადან“ გადავიდა და ანდალუსიურმა კლუბმა მასში 35.9 მილიონი ევრო მიიღო.

მიმდინარე სეზონში ლანგლემ „ბარსელონას“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი, მიიღო ხუთი ყვითელი ბარათი და ორჯერ იქნა გაძევებული მოედნიდან.