„ბარსელონა“ აგრძელებს ნივთების გაყიდვას, რომელიც გუნდის ყოფილ ლიდერს ლიონელ მესის უკავშირდება. არგენტინელი დღეს „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობს.
როგორც გაზეთი As წერს, „ბარსელონას“ ოფიციალურ მაღაზიაში დღემდე შეიძლება 1170 ევროდ მაისურის შეძენა მესის ორიგინალური ავტოგრაფით, 643.5 ევროდ კი შესაძლებელია ასევე მესის ავტოგრაფიანი კაპიტნის სამკლაურის ყიდვა.
კატალონური კლუბი დღემდე „ბარსელონას“ სხვა ლეგენდების ნივთებსაც იყენებს.
მაგალითად, მაღაზიაში შესაძლებელია 2013-14 წლების სეზონის მაისურის შეძენა, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი მესის, ანდრეს ინიესტასა და ჩავის, ვინც დღეს „ბარსელონას“ ავარჯიშებს. ამ მაისურის ფასია 2950 ევრო.