„ბარსელონა“ გრიზმანის დიბალაში გაცვლას აპირებს #1TVSPORT
 „ბარსელონა“ გრიზმანის დიბალაში გაცვლას აპირებს #1TVSPORT

„ბარსელონა“ და ტურინის „იუვენტუსი” მოთამაშეების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავენ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის „იუვენტუსმა“ შეაჩერა მოლაპარაკებები თავის ფორვარდთან პაულო დიბალასთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ტურინული კლუბი შეიძლება დათანხმდეს არგენტინელის გაცვლას „ბარსელონას“ ფორვარდ ანტუან გრიზმანში. მოლაპარაკებები კლუბებს შორის საწყის სტადიაშია.

ამასთან აღნიშნავენ, რომ ამ საკითში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კატალონელთა კაპიტანი ლიონელ მესი. იმ შემთხვევაში, თუ ის დარჩება „ბარსელონაში“, დიბალამ, შესაძლოა, არ მოისურვოს კლუბის შეცვლა, რადგან მისთვის რთული იქნება შემადგენლობაში ადგილის პოვნა.

გარდა ამისა, სირთულეს ქმნის გრიზმანის ხელფასი „ბარსელონაში“. დღეს ის გამოიმუშავებს წელიწადში 18 მილიონ ევროს, ივლისში კი ეს თანხა სამი მილიონით გაიზრდება.

ამ სეზონში დიბალამ 11 მატჩი ჩაატარა სერია A-ში, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გრიზმანს ლა ლიგას 25 მატჩში შვიდი გოლი და ექვსი შედეგიანი პასი აქვს.

დატოვე კომენტარი