„ბარსელონა“ „მილანის“ ნახევარმცველ ფრანკ კესის ტრანსფერზე შეუთანხმდა, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ.
წყაროს ცნობით, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას 14 მარტს მიაღწიეს.
კოტდივუარელი ნახევარმცველი კატალონურ კლუბში 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
კესიმ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 22 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.