„ბარსელონა“ ფრანკ კესის ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT

14:38, 15.03.2022

„ბარსელონა“ „მილანის“ ნახევარმცველ ფრანკ კესის ტრანსფერზე შეუთანხმდა, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ.

წყაროს ცნობით, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას 14 მარტს მიაღწიეს.

კოტდივუარელი ნახევარმცველი კატალონურ კლუბში 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

კესიმ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 22 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

მსგავსი