ბარსელონა და პსჟ ლიონის მცველისთვის იბრძოლებენ
ბარსელონა და პსჟ ლიონის მცველისთვის იბრძოლებენ

ლიონის მცველმა ფერლან მენდიმ შესაძლოა კლუბი ამ ზაფხულს დატოვოს.

როგორც პარის იუაიტედი (Paris United) წერს, 23 წლის ფრანგზე პრეტენზიას აცხადებენ – ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი. 23 წლის მენდი ჰავრის აღზრდილია, ლიონში კი 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ტრანსფერის თანხამ ხუთი მილიონი ევრო შეადგინა.

აღნიშნავენ, რომ ლიონი მზად არის ფრანგი 40 მილიონ ევროდ გაყიდოს. მისი კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან 2023 წლის ივნისამდეა ძალაში.

მენდიმ ამ სეზონში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.