ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „ანტვერპენის“ ნახევარმცველმა არტურ ვერმერენმა, შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Mundo Deportivo.
კატალონელთა სკაუტები სამჯერ დაესწრნენ ბელგიური კლუბის თამაშს, ასევე „ბარსელონა“ და „ანტვერპენი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და ესპანელებმა 5:0 მოიგეს.
ბელგიელ ფეხბურთელზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბრაიტონი“ და „აიაქსი“. სავარაუდო გარიგების ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში 18 წლის ვერმერენმა ბელგიის ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჩაატარა.