„ბარსელონა“-„ალავესის“ შეხვედრას 37 ათასი მაყურებელი დაესწრო - ეს ბოლო 20 წლის ანტირეკორდია #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე ვერ შეძლო „ალავესის“ დამარცხება. შეხვედრა „კამპ ნოუზე“ 1:1 დასრულდა.
თამაშს ესწრებოდა 37 278 მაყურებელი. როგორც გაზეთი AS წერს, ეს კატალონიელთა საშინაო სტადიონზე დასწრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში. წინა ანტირეკორდი 2001 წლის 11 ნოემბერს დამყარდა, როცა მატჩს „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ 30 ათასი მაყურებელი დაესწრო.
ლა ლიგას 11 ტურში 16 ქულით, „ბარსელონა“ ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს.