„ბარსელონა“ მომდევნო სეზონში ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

11:46, 01.04.2023

„ბარსელონა“ 2023-24 წლების სეზონში საშინაო მატჩებს ოლიმპიურ სტადიონზე ჩაატარებს, რადგან „კამპ ნოუზე“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი, – ამის შესახებ წერს გაზეთი Marca.

კატალონელებმა ამის შესახებ უკვე აცნობეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც, თავის მხრივ, შეტყობინება უნდა გაუგზავნოს უეფა-ს.

„ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნება 2024 წლის ნოემბერში იგეგმება.

ოლიმპიური სტადიონის ტევადობა 55 926 მაყურებელია.

 

მსგავსი