ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ მოკლულის დედა დაკითხა

15:29, 06.09.2018

2018 წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმეზე შესავალი სიტყვების შემდეგ, ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის ყოფილი ცოლი, მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა ნათელა გობაძე დაიკითხა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, სხდომა დახურული იყო და საქმის განხილვის ყველა ეტაპზე დახურული იქნება.

მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

ვეფხია ბაქრაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბაქრაძე ბრალს აღიარებს, თუმცა ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ადვოკატის თქმით, ბაქრაძეს ახალგაზრდა გოგონა მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ არ მოუკლავს. ამას არ იზიარებს მოკლულის დედა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლოს სწორედ ამის შესახებ უამბო.

შემდეგი სხდომა 17 სექტემბერს დაინიშნა.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი