ბარაკ ობამა - ტრამპს თავიდანვე რომ ემუშავა, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ასე არ გართულდებოდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ჯო ბაიდენის მხარდამჭერთა აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„მან იცის, რომ ჩვენი ძალა ჩვენი სამაგალითო ქცევიდან მოდის, რომელსაც სხვები ბაძავენ. ერს, რომელიც არა დიქტატურას, არამედ დემოკრატიას უჭერს მხარს; ერს, რომელსაც შეუძლია, შთააგონოს და უბიძგოს სხვებს ისეთი გამოწვევების გადალახვისკენ, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ტერორიზმი, სიღარიბე და დაავადებები – როდესაც ჯო და კამილა გეყოლებათ, ყოველდღე ამაზე ფიქრი არ მოგიწევთ“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ტრამპი აშშ-ის მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ისგან ვერ დაიცავს.
„უკვე რვა თვეა, რაც პანდემიაა და ახალი შემთხვევები რეკორდებს ხსნის. დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს, რომ უცებ დაგვიცვას. ის ელემენტარულ ნაბიჯებსაც კი ვერ დგამს, რომ საკუთარი თავი დაიცვას. ის არც კი აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს. ამ კვირაში იმაზეც კი იწუწუნა, რომ პანდემიის გამო სამსახურში დაბრუნება მოუწია. თავიდანვე რომ ემუშავა, სიტუაცია ასე არ გართულდებოდა“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.