ბაქოში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
ბაქოში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ბაქოს გარეუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანიც ამოიყვანეს.

ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა, თუმცა მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.