ბაქოში, Trump Tower-ში ხანძარია
ბაქოში, Trump Tower-ში ხანძარია

ბაქოში მდებარე Trump Tower-ში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულზე სწრაფად გავრცელდა და მეხანძრეები მის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ბაქოში 2012 წელს მიიღეს. 33-სართულიანი ნაგებობის მშენებლობა 195 მილიონი დოლარი დაჯდა.