ბაქოში, ერთ-ერთ კაფეში ძლიერი აფთქება მოხდა

16:00, 21.05.2018

აზერბაიჯანის დედაქალაქის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ბაქოში, სავაჭრო ცენტრ Elite-ს სიახლოვეს მოხდა.

აფეთქების ადგილისკენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიემართებიან.

Musavat-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი