ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 24 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო პროცესი.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.