ბაქოში დაკავებული ბლოგერის მეჰმან ჰუსეინოვის ხმარდამჭერი აქცია გაიმართა. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა ბლოგერისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.
აზერბაიჯანის დედაქალაქის პოლიციის სამმართველოს მონაცემებით, დემონსტრაციაში 2 800 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორის ოპოზიციური გაერთიანების „დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს“ წევრები, ასევე არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციებისა წარმომადგენლები იყვნენ. აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ 3 და 7 იანვარს ჰუსეინოვის მხარდამჭერი აქცია ბაქოში პოლიციამ დაშალა.
მეჰმან ჰუსეინოვს ცილისწამების ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან საპატიმრო მარტში უნდა დატოვოს, თუმცა მის წინააღმდეგ ახალი საქმეა აღძრული. ბლოგერს ციხის მცველზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
დაკავებამდე ჰუსეინოვი სოციალურ ქსელში პოპულარული გვერდის ადმინისტრატორი იყო, რომელზეც ხშირად წერდა აზერბაიჯანში კორუფციის შესახებ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰუსეინოვის გათავისუფლებისკენ უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა და ევროსაბჭომ მოუწოდა.