ბაქოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ბაქოში მინდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი გამოვა – ჯუმბერ მელაძე 73კგ-ში იჭიდავებს, 81 კგ-ში კი თორნიკე ფოლადიშვილი და გიგა გიგაური იასპარეზებენ.
წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბაქოს გრანდ სლემზე 60 კგ წონით კატეგორიაში, ახალგაზრდა ქართველმა ჯაბა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან რუსი ალბერტ ოგუზოვი დაამარცხა.