აზერბაიჯანის დედაქალაქი 4-6 ნოემბერს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 11 სპორტსმენით გამოვა (9 მამაკაცი და 2 ქალი). ჩვენს გუნდში გამოცდილ და ტიტულოვან ძიუდოისტებთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა სპორტსმენიც იასპარეზებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა:
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81კგ – ვლადიმირ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი
90კგ – ლუკა მაისურაძე
100კგ – ილია სულამანიძე
100კგ – საბა ინანეიშვილი, გურამ თუშიშვილი
70კგ – ნინო გულბანი
78კგ – სოფიო სომხიშვილი
ბაქოს გრანდ სლემზე გამომსვლელთაგან ექვსმა ძიუდოისტმა – ხალკაცმა, შერაზადიშვილმა, სულამანიძემ, ინანეიშვილმა, გულბანმა და სომხიშვილმა რამდენიმე დღის წინ სარაევოში დასრულებულ 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე იასპარეზეს. ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ინანეიშვილი მესამე ადგილზე გავიდა, საქართველოს ნაკრებმა კი გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.