ბაქოს გრანდ სლემზე 11 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT
ბაქოს გრანდ სლემზე 11 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქი 4-6 ნოემბერს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 11 სპორტსმენით გამოვა (9 მამაკაცი და 2 ქალი). ჩვენს გუნდში გამოცდილ და ტიტულოვან ძიუდოისტებთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა სპორტსმენიც იასპარეზებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა:

66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი

73კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81კგ – ვლადიმირ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი

90კგ – ლუკა მაისურაძე

100კგ – ილია სულამანიძე

100კგ – საბა ინანეიშვილი, გურამ თუშიშვილი

70კგ – ნინო გულბანი

78კგ – სოფიო სომხიშვილი

ბაქოს გრანდ სლემზე გამომსვლელთაგან ექვსმა ძიუდოისტმა – ხალკაცმა, შერაზადიშვილმა, სულამანიძემინანეიშვილმაგულბანმა და სომხიშვილმა რამდენიმე დღის წინ სარაევოში დასრულებულ 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე იასპარეზეს. ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ინანეიშვილი მესამე ადგილზე გავიდა, საქართველოს ნაკრებმა კი გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.