ბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა
კიევში უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები კი პირველი ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
საქართველოს ზედიზედ ორჯერ ტურნირის გამარჯვებული იყო. ამის შანსი მესამედაც ჰქონდა – წინა ორ ტურში ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა ლიეტუვა 2:1 დაამარცხეს, სლოვაკეთთან 0:0 ითამაშეს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებდნენ. თუმცა, საქართველო მასპინძელ უკრაინასთან 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა.
ბანიკოვის მემორიალზე ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი ხვალ ლატვიასთან ჩაატარებს. უკრაინასთან ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, ოგბაიძე, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, კონიაშვილი, ტორონჯაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჯინჯოლავა, ოსიყმაშვილი, დევდარიანი, კაპანაძე, ხურცილავა.