ბანგლადეშში ციკლონ „ბულბულს“ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

15:12, 10.11.2019

ბანგლადეშში ციკლონ „ბულბულს“ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ცხრა მოქალაქე. სტიქია ქვეყნის სანაპიროს საღამოს საათებში დაატყდა თავს. განადგურებულია 30 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ციკლონს თან გადაუღებელი წვიმა ახლავს.

ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, 300 ათასამდე მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.

ბანგლადეშის შემდეგ „ბულბულს“ ინდოეთში ელიან.

მსგავსი