ბანგლადეშში ბორანის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა

15:26, 29.06.2020

ბანგლადეშში ბორანის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ქალი და სამი მცირეწლოვანია. ინციდენტი დედაქალაქ დაკაში მდინარე ბურიგანგაში მოხდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ბორანზე სულ 50 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები დაკარგულებს ეძებენ. მგზავრების ნაწილმა კი, ნაპირზე გამოსვლა უსაფრთხოდ შეძლო.

მსგავსი