ბანგლადეშის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას პარტიამ გაიმარჯვა
ბანგლადეშის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას პარტიამ გაიმარჯვა.
ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთავრობის ხელმძღვანელისა და მისი მოკავშირეების პარტიებმა ერთად, 300-ადგილიან პარლამენტში 288 მანდატი მოიპოვეს.
არჩევნების შედეგების თანახმად, შეიხ ჰასინა ბანგლადეში მთავრობას ზედიზედ მესამე ვადით უხელმძღვანელებს.
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას დაშინებასა და ხმების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის მომხდარ შეტაკებებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიხ ჰასინას პარტია ბანგლადეშს 2009 წლიდან მართავს.