ბანგკოკის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში ექვსი უცხოელი ციანიდით მოწამვლის შედეგად დაიღუპა
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში ექვსი უცხოელი ციანიდით მოწამვლის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გარდაცვლილთაგან ოთხი – ვიეტნამელი, ორი კი ვიეტნამური წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სავარაუდო მკვლელიც დაღუპულთა შორისაა.
პოლიციის განმარტებით, მათ ციანიდის კვალი სასტუმროს ნომერში, ჩაის ჭიქებზე აღმოაჩინეს. გამოძიების პირველადი შედეგებით ირკვევა, რომ პირთა ჯგუფს ერთმანეთში დავა ჰქონდა საინვესტიციო ვალთან დაკავშირებით.