ბალტიმორში ქუჩის წვეულებაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა
ბალტიმორში ქუჩის წვეულებაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა

ბალტიმორში ქუჩის წვეულებაზე მასობრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 28 დაშავდა. მედიის ინფორმაციით, ადგილზე დაახლოებით 30-მდე გასროლა მოხდა.

ცხრა დაშავებული რეგიონის საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს, მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბალტიმორის პოლიციის თანამშრომლები ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე იმყოფება და მუშაობს სროლის მოტივის გასარკვევად.