ბალტიმორში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი სახლი დაინგრა, დაიღუპა ერთი ადამიანი
ბალტიმორში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი სახლი დაინგრა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ბალტიმორში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი სახლი დაინგრა. „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ოთხი დაშავდა. რამდენიმე მოქალაქე ნანგრევებში მოჰყვა. მათ შორის ბავშვებიც.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახური. მათ ნანგრევებში ბლოკირებული მოქალაქეები გამოიყვანეს.