ბალტიისპირეთის ქვეყნები ალექსეი ნავალნის დაკავების გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითხოვენ
ბალტიისპირეთის ქვეყნები ალექსეი ნავალნის დაკავების გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
„რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს სწრაფად, და თუ ნავალნის არ გაათავისუფლებენ, აუცილებელია შემზღუდველი ზომების დაწესების შესახებ მსჯელობა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ასევე უერთდება ესტონეთი და ლატვიაც.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს, სადაც ის ბერლინიდან ჩავიდა.
Joint statement by 🇪🇪🇱🇻🇱🇹: Detaining Alexei @Navalny by the Russian authorities is completely unacceptable. We demand his immediate release. EU should act swiftly and if he is not released, we need to consider imposition of restrictive measures in response to this blatant act”
— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) January 17, 2021