ბალტიის ქვეყნების ლიდერები დღეს დონალდ ტრამპს შეხვდებიან
ბალტიის ქვეყნების ლიდერები დღეს დონალდ ტრამპს შეხვდებიან

ბალტიის ქვეყნების ლიდერები დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართავენ შეხვედრას.

ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს, ესტონეთის პირველ პირს კერსტი კალილაიდის და ლატვიის პრეზიდენტს რაიმონდ ვეიონისს თეთრ სახლში დღეს ელოდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თხოვნით მიმართავენ, რომ ამერიკამ ბალტიის რეგიონის საჰაერო თავდაცვის სისტემები უფრო მეტად გააძლიეროს. ამ ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლიდერები აპირებენ, რომ ტრამპს რეგიონში საჰაერო თავდაცვითი სისტემის Patriot-ის განთავსება სთხოვონ.

„ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეებიც აცნობიერებენ, რომ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცე უკეთესად უნდა იყოს დაცული“, – ეს განცხადება ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ვიზიტის დაწყებამდე გააკეთა.