„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) დებიუტანტი „სან დიეგო“ ახლოს არის მომავალი სეზონისთვის იტალიელი მარიო ბალოტელის გაფორმებასთან.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, „სან დიეგოს“ წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდთან. ამერიკული კლუბი სწავლობს პოტენციური გარიგების პირობებს და ბალოტელის ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
მარიო ბალოტელის ბოლო კლუბი იყო თურქეთის „ადანა დემირსფორი“, რომლის რიგებშიც გასულ სეზონში 16 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.
„სან დიეგო“ MLS-ში გამოსვლას მომავალი სეზონიდან დაიწყებს. უფრო ადრე ამ კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა მექსიკელი ირვინგ ლოსანოს ტრანსფერის შესახებ.