იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი არ არის დაინტერესებული „ბარნსლიში“ გადასვლით, რომელიც ინგლისის მეორე დივიზიონში თამაშობს.
იტყობინებიან, რომ ბალოტელი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინგლისურ კლუბთან და მზად იყო კონტრაქტის გასაფორმებლად. მაგრამ, ფეხბურთელმა გადახედა თავის აზრს და ახლა, კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებს განიხილავს.
30 წლის ფორვარდი თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც გასული სეზონის ბოლოს „ბრეშა“ დატოვა. ამ გუნდში მან 19 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.
ამჟამად, მარიო ვარჯიშობს „ფრაჩაკორტეში“ – ეს არის კლუბი, რომელიც იტალიის მეოთხე დივიზიონში გამოდის.
ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ იტალიელის გადაბირებით დაინტერესებულია ბრაზილიური კლუბი „ვასკო და გამა“. წყაროს ცნობით, ბალოტელი არ გამორიცხავს ამ ვარიანტს, მაგრამ ევროპაში დარჩენის სურვილი აქვს.