„ნიცას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი პირველი გუნდის შემადგენლობას დროებით ჩამოაშორეს და ამის მიზეზი ზედმეტი წონაა, – წერს „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia). ამავე მიზეზის გამო, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ 28 წლის ფორვარდი პორტუგალიასთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ეს შეხვედრა იტალიამ 0:1 წააგო.
აღნიშნავენ, რომ ბალოტელის წონა 100 კილოგრამს გადაცდა. ამასთან, მისი სიმაღლე 189 სანტიმეტრს შეადგენს.
მარიო ბალოტელი საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში, „რენის“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს. ეს მატჩი 14 სექტემბერს გაიმართება.