ბალოტელი, ვიეირა და ეტო'ო გადაიღეს ფილმში „მე არ ვარ მაიმუნი“ [ვიდეო]
ბალოტელი, ვიეირა და ეტო'ო გადაიღეს ფილმში „მე არ ვარ მაიმუნი“ [ვიდეო]

ფრანგულმა ტელეარხმა Canal+-მა გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმის ტრეილერი, რომელიც ფეხბურთში რასიზმის თემას ეხება. ფილმის სახელწოდებაა – „მე არ ვარ მაიმუნი“ (Je ne suis pas un singe).

დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი შემქმნელია საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ოლივიე დაკური. ფილმის გადაღებებში მონაწილეობას „ბარსელონას“ მცველი სამუელ უმტიტი, კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო’ო, „ნიცას“ მთავარი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა, „ნიცას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო იღებდნენ.

ფილმი Canal+-ის ეთერში 2019 წლის 6 იანვარს გავა.