ბალოტელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გუნდთან ერთად ვარჯიში შეწყვიტა
ბალოტელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გუნდთან ერთად ვარჯიში შეწყვიტა

იტალიური „ბრეშას“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მან გუნდთან ერთად ვარჯიში შეწყვიტა.

„საიდან მოიტანეთ, რომ აღარ ვვარჯიშობ? ბაზაზე ყოველთვის არიან ჟურნალისტები და მათ კამერებიც ნამდვილად თან აქვთ. დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და არ ვიცოდი, უჩინარი თუ ვიყავი. დრო მოვა, ყველაფერს ავხსნი და ყველა ყველაფერს გაიგებს“, – ამბობს ბალოტელი.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ფეხბურთელი „ბრეშას“ გუნდურ ვარჯიშებზე არ დადიოდა და ახალგაზრდული გუნდისთვის გამოყოფილ მოედანზე ვარჯიშობდა.

ბალოტელი „ბრეშაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და გუნდთან კონტრაქტს ხელი 2022 წლამდე მოაწერა. მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა 19 მატჩში მიიღო და ხუთი გოლი გაიტანა.