ფრანგული საფეხბურთო კლუბის, მარსელის „ოლიმპიკის“ იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ოთხი მატჩითაა დისკვალიფიცირებული.
სადისციპლინო კომისიამ მოთამაშე საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში „მონპელიესთან“ წესების დარღვევის გამო დასაჯა. კომისიისგან ასევე სასჯელი მიიღო „ლილის“ თავდამსხმელმა ლუის არაუჟუმ. მან წითელი ბარათი მიიღო „რენთან“ მატჩში და ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.