თურქული „ადანა დემირსფორის“ ფორვარდის, მარიო ბალოტელის აგენტმა, ენცო რაიოლამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი შეიძლება უკვე იანვარში დაბრუნდეს სერია A-ში.
„მარიო ამჟამად „ადანას“ ფეხბურთელია და სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. მაგრამ არ დავმალავ, რომ არის გარკვეული მოძრაობები. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე.
იანვარში სერია A-ში დაბრუნების შანსები? იყოს ხუთი პროცენტი, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება“, – მოჰყავს რაიოლას სიტყვები გამოცემა Sport Mediaset-ს.
მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ თურქეთის ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.