ვარჯიშის უფლებაჩამორთმეულ ბალოტელისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ „ბრეშას” კონფლიქტი იურიდიულ დავაში გადადის. მხარეებმა ადვოკატები აიყვანეს და საქმე სავარაუდოდ სასამართლომდე მივა. ფეხბურთელი ითხოვს, რომ იგი ვარჯიშებზე დააბრუნონ ან სოლიდური კომპენსაცია გადაუხადონ.
ყველაფრის მიუხედავად, ბალოტელი ამ ზაფხულს კლუბს მაინც დატოვებს, იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლა სკირა. 29 წლის თავდამსხმელით დაინტერესებულები არიან „გალათასარაი“, „ბოტაფოგო“, „ფლამენგო“ და „ვასკო და გამა“.
ბალოტელის იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.