ალბანეთის ქალაქ კუჩოვოს აეროდრომზე ნატო-ს ავიაბაზა განთავსდება
ალბანეთის ქალაქ კუჩოვოს აეროდრომზე ნატო-ს ავიაბაზა განთავსდება

ალბანეთის ქალაქ კუჩოვოს აეროდრომზე ნატო-ს ავიაბაზა განთავსდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ გაავრცელა ინფორმაცია.

აეროდრომის მოდერნიზაციისთვის 50 მილიონი ევრო გამოიყოფა. პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება. ავიაბაზაზე განხორციელდება სწავლებები და პირადი შემადგენლობების მომზადება, ასევე, გამოიყენება ალიანსის მომარაგებისა და პოლიციის ავიადანაყოფების მხარდაჭერისთვის. ედი რამას განცხადებით, ნატო-ს მიერ განხორციელებული ეს სტრატეგიული ინვესტიცია ალბანეთს ახალ სტანდარტებთან დაახლოებს.

ალბანეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 2009 წელს შეუერთდა.