ბალავაძე-კარტოზიას ტურნირის ნახევარფინალში კიდევ 13 ქართველი სპორტსმენი გავიდა
ბალავაძე-კარტოზიას ტურნირის ნახევარფინალში კიდევ 13 ქართველი სპორტსმენი გავიდა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ბალავაძე-კარტოზიას ტურნირზე დღეს, 18:30 საათიდან, ნახევარფინალური ბრძოლები გაიმართება.

საინტერესოსა, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 125 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში, საქართველოს სამივე მედალი გარანტირებული აქვს, რადგან ნახევარფინალებში გასული რვავე სპორტსმენი ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს.

თავისუფალი ჭიდაობა
125 კგ
გენო პეტრიაშვილი (საქართველო) – ალექსანდრე გობეჯიშვილი (საქართველო)
გიორგი შამათავა (საქართველო) – ალექსი ჟორჟოლიანი (საქართველო)

97 კგ
გივი მაჭარაშვილი (საქართველო) – მაგომედ გადჯინუროვი (საქართველო)
მამუკა კორძაია (საქართველო) – მარად ვანაძე (საქართველო)

86 კგ
ტარზან მაისურაძე (საქართველო) – კამრან გასემპური (ირანი)
დათო ფირუზაშვილი (საქართველო) – ჰაჯიმურად მაგომედსაიდოვი (აზერბაიჯანი)

ბერძნულ-რომაული
130 კგ
ლევან არაბული (საქართველო) – ბექა კანდელაკი (აზერბაიჯანი)
ნავეენ ნავეენი (ინდოეთი) – სულხან ბუიძე (საქართველო)

97 კგ
ორხან ნურიევი (აზერბაიჯანი) – მელონინ ნოუმონვი (საფრანგეთი)
სარავი მოჰამადჰადი (ირანი) – უზურ ძუზუობეკოვი (ყირგიზეთი)

82 კგ
აივენგო რიკაძე (საქართველო) – ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)
რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი) – მაქსიმ მანუკიანი (სომხეთი)